ახალი ადმინისტრაციული საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

07 მაისი 2025, 14:03 125 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში  მზია ამაღლობელის საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის  ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო.

მოსამართლემ საქმის არსებითად განხილვა მედიამენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად გადადო. მარინა ფომაევას განმარტებით, მზია ამაღლობელმა სასამართლოს წერილობით მიმართა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მან მხოლოდ  5 მაისს შეიტყო ადმინისტრაციული საქმის განხილვის შესახებ, შესაბამისად საქმის მასალების გასაცნობად არასაკმარისი დრო ჰქონდა. 

საქმის არსებითად განხილვა 9 ივნისისთვის ჩაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო  მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვარს პოლიციის დეპარტამენტის წინ არსებულ დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასა და ამ ქმედებით იერ-სახის დამახინჯებას ედავება.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ადვოკატის თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი ოქმი  ადმინისტრაციულ საქმეზე  სამ თვე ნახევრის შემდეგ შეადგინა. გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, ბრალდება არათავსებადია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში