ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა

08 მაისი 2025, 18:00 189 ნახვა

ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად, 11 საათისთვის სასტუმრო შერატონში გაიხსნება.
წელს მასში 6 ქვეყნის 90-ი ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე, ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
შესაბამისად გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს.
საერთაშორისო გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში