რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს.
ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ონში, ცაგერსა და ლენტეხში, ხოლო წლის ბოლომდე ამბროლაურშიც დასრულდება.
ქვეყნის მასშტაბით კი, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე