ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა

09 მაისი 2025, 11:08 194 ნახვა

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას მასპინძლობს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა ცოტა ხნის წინ გაიხსნა. წელს მასში 6 ქვეყნის 90-ი ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე, ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

შესაბამისად გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს.

საერთაშორისო გამოფენა კომპანია ''ექსპო ბათუმის'' ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში