ისრაფილ ჯინჭარაძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

09 მაისი 2025, 14:19 148 ნახვა

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის გმირს, მფრინავ ისრაფილ ჯინჭარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს, ისრაფილ ჯინჭარაძის სკვერში, ბიუსტთან ნათესავები შეიკრიბნენ  და მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ისაუბრეს მის ღვაწლზე.

ისრაფილ ჯინჭარაძე1941 წლიდან მუშაობდა სამხედრო-საავიაციო ქარხნის მფრინავ-გამომცდელად.

ომის დროს იბრძოდა კალინინის, ვორონეჟის, ველის ფრონტებზე. განახორციელა 92 საბრძოლო გაფრენა. დაიღუპა საჰაერო ბრძოლაში. გამოჩენილი მამაცობისა და მტრისათვის დიდი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

დაჯილდოებულია  სხვადასხვა ორდენით. ისრაფილ ჯინჭარაძის ბიუსტი დგას მის მშობლიურ სოფელში, მის სახელს ატარებს ამავე სოფლის სკოლა, ქუჩა და მოედანი. ასევე გმირის პატივსაცემად მის სახელს ატარებს ქუჩა ქალაქ ბათუმში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში