ზურაბიშვილის ინიციატივა - შეფასებები

09 მაისი 2025, 18:01 129 ნახვა

კვლავ განხილვის თემაა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა 26 მაისთან დაკავშირებით. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მან საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პროტესტში მონაწილე აქტივისტებთან, პოლიტიკურ პარტიებსა და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან ერთად შექმნა - დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ერთობლივად ჩაიბარებენ.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კომიტეტი მნიშვნელოვან და საინტერესო დღეს გაუწევს ორგანიზებას. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის გეგმები დესტრუქციას ემსახურება და მარცხისთვის არის განწირული. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში