სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებს უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება სურთ.
ფიცოს თქმით, დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ერთხელ უკვე ჩაშალა 2022 წელს და ახლაც ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული.
„დასავლეთის ბევრ ქვეყანას სურს უკრაინაში ომის გაგრძელება, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მათი ეს პოზიცია შეიცვლება. ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ უკრაინამ და რუსეთმა, თუ ამით არიან დაინტერესებული. დასავლეთმა ერთხელ უკვე ჩაშალა პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.