უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ხედვა გაეზიარებინა და „ამ კრიტიკულ კვირაში პოზიციები შეეთანხმებინა“. რუბიო თურქეთში 14-16 მაისს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება განიხილებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას აღარ გეგმავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.
რაც შეეხება ზელენსკის, უკრაინის ლიდერი ანკარაში გაემგზავრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ თაიპ ერდოღანს შეხვდება.