უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა - მამუკა მდინარაძე პოლოლიკაშვილზე

15 მაისი 2025, 14:49 110 ნახვა

უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებას.

„არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, მაგრამ მან უკადრებელი იკადრა და ყოველგვავრი წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს კი აღარ წარმოადგენს. თავის დროზე იყო კონსულტაციები გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ - ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კონსენსუსის საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალთ. დაგიდასტურებთ, რომ იყო თავის დროზე პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები. ბუნებრივია, ყველას გვიხარია, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები არიან ხოლმე. მაგრამ როდესაც ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა რომ გული წყდება, პრემიერს რომ ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენ კი არა, მთელს საქართველოს გული წყდება, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში მისი როლი, მისი სტატუსი, მისი ჩართულობა და იქით არის სახვეწარი მაგ დროს. რომ ურეკავენ საქართველოდან სხვადასხვა თემაზე და მაინც ბოდიში და ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწრად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას, ამ თავმოყვარეობის დაცემას არავინ შეხედავს სერიოზულად და შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თავის პატრონებს დაქვემდებარებულმა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და პირიქით, დაბლოკავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ფორმალური მხარეც ჰქონდა, რადგან პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ფორმალური პრეტენზიები საქართველოს მეგობარ ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი