მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს და კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ.