დღეს რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართება

18 მაისი 2025, 10:29 108 ნახვა

დღეს რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.

ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. 

კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა.

რომში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ინაუგურაციას დაესწრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი