ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა , დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს . შემთხვევის შედეგად მაღაზიის ვიტრინა ჩაიმსხვრა და მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო სივრცე. 
ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული . ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  276 - ე მუხლით დაიწყო  , რაც ტრანსპორტის მოძრაობის დროს უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            