დონალდ ტრამპის განცხადება

19 მაისი 2025, 10:44 92 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს უკრაინაში ომის შეჩერების საკითხზე. ტრამპმა გასულ კვირას, სპარსეთის ყურეში ყოფნისას,  თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩასვლის სურვილი გამოთქვა იმ შემთხვევაში,  თუ პუტინიც დაესწრებოდა, მაგრამ პუტინმა უარი თქვა შეთავაზებაზე. 

ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან მისი სატელეფონო საუბარი ორშაბათს, დილით შედგება. აშშ-ის პრეზიდენტის  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს ორივეს სამწლიანი ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს.

სავარაუდოდ, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპი ნატოს წევრებთანაც სატელეფონო ზარებს გამართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი