ტრამპი - პუტინის საუბრის დეტალები უშაკოვმა გაახმაურა

20 მაისი 2025, 09:19 123 ნახვა

კრემლის განცხადებით, ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს ის, რასაც აშშ-ის ლიდერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „შთამბეჭდავ“ პერსპექტივებს უწოდებს.

„პრეზიდენტებმა დეტალურად ისაუბრეს ჩვენი ურთიერთობების მომავალზე და პრეზიდენტმა ტრამპმა, შემიძლია ვთქვა, საკმაოდ ემოციურად ისაუბრა ამ ურთიერთობების პერსპექტივებზე“, - თქვა  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. მისივე თქმით, უკრაინის თემატიკაზე ტრამპმა და პუტინმა დეტალურად, საინტერესო ნიუანსებით ისაუბრეს, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ დროზე მხარეებს არ უმსჯელიათ, პუტინმა და ტრამპმა ტყვეების მორიგ გაცვლაზე იმსჯელეს და  სიღრმისეულად განიხილეს ომის დარეგულირების საკითხები.

ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს ხედავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს ომის დასრულების შემდეგ. უშაკოვის მტკიცებით, საუბარი იმდენად კარგად წარიმართა, რომ ტრამპს "საუბრის შეწყვეტა და ყურმილის დადება" არ სურდა.პუტინის თანაშემწის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა იგეგმება, თუმცა დრო და ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მემორანდუმზე იმუშავებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი