საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს 

21 მაისი 2025, 09:22 100 ნახვა

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი ბაქოში 15-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა.

ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის G ჯგუფში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, არგენტინასა და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველი ტურის მატჩს 22 მაისს, 20:45 სთ-ზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ გამართავს. 26 მაისს არგენტინას დაუპირისპირდება, 26 მაისს კი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი