ევროპის ტესტირების კვირეული - უფასო სკრინინგი აჭარაში

21 მაისი 2025, 14:13 120 ნახვა

აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’იმედის“ ეგიდით უფასო სკრინინგის პროგრამა მიმდინარეობს.

მსურველებს უფასოდ შეუძლიათ გაიარონ სკრინინგი აივ ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე. კვლევები დღეს ბათუმში თბილისის მოედანზე მიმდინარეობდა, ხვალ კი მსურველებს სერვისის მიღება ბულვარში, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ, ზეგ კვლევები ქობულეთში გადაინაცვლებს.

უფასო სკრინინგი  ევროპის ტესტირების კვირეულის ფარგლებში ტარდება, 16 მაისს დაიწყო და 26 მაისამდე გაგრძელდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი