საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, ამჯერადაც ქუთაისში და ამჯერადაც სტუმარმა თსუ-მ გაიმარჯვა. სტუდენტურმა გუნდმა „ქუთაისი“ 86:84 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
გადამწყვეტი დევონტრე ტომასის სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც მან სწორედ 17 წამით ადრე ჩააგდო და თსუ-ს 86:84 მოაგებინა. სერია სამ მოგებამდეა.
მომდევნო შეხვედრა თბილისში 25 მაისს გაიმართება.