საქართველოს 19-წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ერთა თასზე პირველი მატჩი მოიგო

03 დეკემბერი 2025, 08:10 42 ნახვა

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დაიწყო ხელბურთში ევროპის ზონის ერთა თასის გათამაშება 19-წლამდე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი დიდი ბრიტანეთის გუნდთან გამართა და მეტოქე 36:35 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმი 16:18 დათმო, მაგრამ ქართველმა გოგონებმა მეორე ნახევარში შეძლეს თამაშის შემობრუნება და დაძაბულ ბრძოლაში ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს ბელგიასთნ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში