„შავმა ლომმა“, რომელიც ჩელენჯ თასზე ზედიზედ მესამედ თამაშობს, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 6 დეკემბერს „ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს. „მონპელიეს“ჩელენჯ თასი ორჯერ აქვს მოგებული - 2016 და 2021 წლებში, ორჯერ ფინალში დამარცხდა - 2011 და 2018 წლებში. 2022 წელს კი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
მომავალი შეხვედრისთვის 30 მორაგბე ემზადება, საიდანაც 19 მორკინალი და 11 ხაზის მოთამაშეა. გუნდის შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა.
ბურჯი დავით აბდუშელიშვილის ნაცვლად, რომელიც კანადასთან გამართული ტესტ-მატჩისას დაშავდა, „შავ ლომს“ „ბათუმიდან“ გიგა კობახიძე დაემატა.
