რაგბი მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია

04 დეკემბერი 2025, 12:47 59 ნახვა

ავსტრალიაში რაგბის 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.

„ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.

მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს. მსოფლიო თასის გათამაშება 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში