ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-მა 2025 წლის ფინალისტებში დაასახელა

04 დეკემბერი 2025, 12:46 64 ნახვა

„გლობ სოქერ ევორდმა“ 2025 წლის ფინალისტები დაასახელა. ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა როგორც საუკეთესო ფეხბურთელებში, ასევე თავდამსხმელებში.

ჯილდო 2010 წელს დაწესდა უეფა-ს, ევროპის კლუბების ასოციაციისა და ევროპის მოთამაშეთა ასოციაციის ინიციატივით.

ნომინანტების პირველი შერჩევის შემდეგ ფინალისტების საბოლოო სია გულშემატკივრებმა შეარჩიეს.

ახლა გამარჯვებულებს გულშემატკივრები და ყოფილი მოთამაშეების, მწვრთნელების, აგენტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური შეარჩევს.

ისინი შეირჩევიან 2025 წლის კალენდარული წლის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ გათვალისწინებულია გასული სეზონის მეორე ნახევარი და მიმდინარე სეზონის დასაწყისი.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის 28 დეკემბერს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში