რუსმა სამხედროებმა ოდესის პორტი დაბომბეს - არის მსხვერპლი

24 მაისი 2025, 10:04 49 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა - ოთხი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის პორტის წინააღმდეგ „ისკანდერ ემის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავტომობილო განყოფილება, ასევე განადგურდა მანქანები და ტექნიკა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, რუსი სამხედროები უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ კიევის ოლქსაც.

პარალელურად, მოსკოვი კიევს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში