საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2025, 15:00 158 ნახვა

700-მდე ახალწვეული შეურთდა დღეს ქართულ ჯარს. მათ ფიცი სამშობლოსა და ერის წინაშე  დადეს, ცერემონიისთვის   რა თქმა უნდა ისტორიული ადგილები იყო შერჩეული. 

საზეიმო ღონისძიებაში 15 ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობდა.  

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა თბილისს გადაუფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს.   სადემონსტრაციო გადაფრენა  შეასრულეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ.  

კერძოდ, სატრანსპორტო მრავალფუნქციური შვეულმფრენი იუ-ეიჩ-ერთი-ეიჩ იროკეზები, საბრძოლო მოიერიშე შვეულმფრენები მი-24  და საბძოლო მოიერიშე თვითმფრინავები სუ-25.  

რაც შეეხება სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენას.    

შეგიძლიათ გაეცნოთ  როგორც ქართული - „დელტას“,  ისე უცხოური წარმოების ტექნიკას, აღჭურვილობასა და სხვადასხვა სამხედრო ხელსაწყოს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაშია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში