ცვლილებები სახელმწიფო უწყებებში - განხილვა სესიაზე

27 მაისი 2025, 14:50 206 ნახვა

პარლამენტის სესიაზე დღეს სახელმწიფო უწყებებში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის ქვემდებარეობაში გადავა.

ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

ინიციატივის მიხედვით  სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, დაზვერვის სამსახური კი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობაში გადადის.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში