სალომე ზურაბიშვილის განცხადება და გამოხმაურებები

27 მაისი 2025, 14:04 171 ნახვა

ოპოზიციას რესურსი არ აქვს და სრულად მოშლილია - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მმართველი გუნდისთვის 26 მაისის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უსამშობლოები არიან. აქციაზე გაჟღერებული ინიციატივების ნაწილი მისაღებია ნაციონალური მოძრაობისთვის.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ხალხის ნდობით. სალომე ზურაბიშვილის  თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება შეიტანოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში