სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

29 მაისი 2025, 13:04 150 ნახვა

სამხრეთ კორეაში კატასტროფა განიცადა სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავმა, რომელშიც 4 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია 3 ცხედარი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

საპატრულო თვითმფრინავი ქალაქ პოჰანში მდებარე ბაზიდან აფრენის შემდეგ ექვს წუთში ჩამოვარდა ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით.

სამხედრო თვითმფრინავი მთიან რაიონში ჩამოვარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში