ალასკაზე გამართული სამიტის დროს ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ კრემლის წინადადებები წარუდგინა.
საერთაშორისო სააგენტო Reuters აქვეყნებს პუტინის მოთხოვნების სიას უკრაინის მიმართ.
წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პირობები შეეხება ტერიტორიებს, სანქციებსა და რუსულ ენას უკრაინაში.
პუტინი ითხოვს - უკრაინამ გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან; რუსეთი გაყინავს ფრონტის ხაზს სამხრეთში.
მოსკოვი დააბრუნებს მცირე ტერიტორიებს ხარკოვისა და სუმის ოლქებში; უკრაინა უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა მიიღებს „უსაფრთხოების გარანტიებს“ ალიანსის გარეთ; ყირიმი უნდა დარჩეს რუსეთს; რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას; რუსულ ენასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ოფიციალური სტატუსი უნდა მიენიჭოს.
კიევმა უკვე უარყო ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში.