შუახევში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია იმართება, რომელშიც მონაწილეობს 150 პედაგოგი.
კონფერენციის მიზანია პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, მასწავლებელთა პროფესიული და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, ასევე პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კონფერენციაში მონაწილე ყველა მასწავლებელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატები.