სახალხო დამცველის საჯარო ლექცია მედიაკადემიაში 

02 ივნისი 2025, 10:01 216 ნახვა

კომკომის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის საჯარო ლექცია ჩატარდა.

განიხილეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები; ასევე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ქალთა თუ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობები.

გარდა ამისა, ლექციის თემებს წარმოადგენდა ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია; პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის პრაქტიკა; ასევე უვადო თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდადებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი