საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდა

11 ნოემბერი 2025, 19:58 174 ნახვა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ავიაკატასტროფა მოხდა - ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "სი-130"-მა, იგივე ჰერკულესმა.

"ფლაი რადარის" მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.

სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. ავიაკატასტროფის ადგილზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, საქართველოს შს მინისტრთან, გეკა გელაძესთან ერთად, მისი პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი  გამართა. თურქული უწყების ცნობით, ჰაკან ფიდანმა და მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.

მომხდარ ავიაკატასტროფას გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი , თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე