შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ - ილჰამ ალიევი

11 ნოემბერი 2025, 17:13 262 ნახვა

საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმარს უცხადებს.

როგორც ალიევი აღნიშნავს, იგი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ნათესავებსა და თურქ ხალხს.

„ჩვენ ღრმად შეძრულები ვართ  განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის ცნობით, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ სამხედროები. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში  და ღრმა სამძიმარს გიცხადებთ პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ, გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე