შინაგან საქმეთა მინისტრი თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას ჩავიდა

11 ნოემბერი 2025, 19:56 147 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი სამაშველო და საგამოძიებო მოქმედებები.

გეკა გელაძემ, მოადგილესთან და სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ავიაკატასტროფის ადგილი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების  თაობაზე უწყების   შესაბამისი სამსახურების  ხელმძღვანელებისგან  არსებული ინფორმაცია მოისმინა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი  რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე