შსს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ განცხადებას ავრცელებს

11 ნოემბერი 2025, 16:44 162 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილი თურქული სატვირთო ბორტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე