გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია

02 ივნისი 2025, 12:13 249 ნახვა

გარდაიცვალა ლიტერატურათმცოდნე და მწერალი მალხაზ ხარბედია. მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „არილი“ ავრცელებს.

მალხაზ ხარბედია იყო „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, ჟურნალ „ცხელი შოკოლადისა“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „მარანი-Weekend“-ის მთავარი რედაქტორი. Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი.

მალხაზ ხარბედიას სამჯერ აქვს აღებული ლიტერატურული პრემია „საბა“: 2007 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა“; 2015 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“. 2021 წელს – „საბა“ ჟურნალ „არილს“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი