თელავის აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი, ვაზიანის აეროპორტი ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს მოემსახურება - ლევან დავითაშვილი

03 ივნისი 2025, 12:34 214 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო ვაზიანის აეროპორტი ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს მოემსახურება.

როგორც ლევან  დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, ვაზიანის აეროპორტი შეუფერხებლად განვითარდება.

„ეს გეგმა არსებობს. ჩვენ იცით, რომ ბევრი ვიმსჯელეთ ამ პროექტზე და ბევრი შედარებითი ანალიზი გაკეთდა არსებული აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. ვაზიანის განვითარება ცალსახად ახალი იმპულსია ავიაციის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხით.

რაც შეეხება თელავის ოპტიმიზაციას, ეს ბუნებრივიც არის. იცით, რომ ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბევრი ადგილი მარტივად არის დაკავშირებული, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. საერთაშორისო რეისები თუ იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური იქნება თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და მხოლოდ შიდა რეისებისთვის იყოს და ვაზიანი მოემსახურება ყველა ტიპის ჩარტერს, საერთაშორისო რეისს და ასე შემდეგ.

ვფიქრობთ, თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო, ხდება ამ პროექტის ოპტიმიზაცია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი