ბათუმმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში სხვადასხვა სფეროდან აჭარაში ოპერირებადი 79 კომპანია 2000 -ზე მეტი ვაკანტური სამუშაო ადგილით მონაწილეობდა.
მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ და შეერჩიათ სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული, მომსახურების, სავაჭრო ,დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო ,სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ,სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო ,ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ასევე პროფესიული სასწავლებლები, რაც სასწავლო პროგრამების ბაზრის საჭიროებებთან მიახლოებასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ფორუმი ,რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს,აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბსუ-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით გაიმართა.