უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

04 ივნისი 2025, 09:50 243 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ვაშინგტონში ჩავიდა და უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა. უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხების განსახილველად, სტამბოლში კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდიდან ერთი დღის შემდეგ გაემგზავრა.

ერმარკის  თქმით, ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ იშვიათი  მინერალების შესახებ შეთანხმებას, რომელიც შეერთებულ შტატებს უკრაინის წიაღისეულის ახალ  პროექტებზე წვდომას აძლევს და ქმნის საინვესტიციო ფონდს, რომლის გამოყენებაც უკრაინის რეკონსტრუქციისთვის შეიძლება.

უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მცირე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა მხარეთა პოზიციები კვლავ ურთიერთსაპირისპიროა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში