წიგნის პრეზენტაცია

05 ივნისი 2025, 14:15 157 ნახვა

ბათუმში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის  პრეზენტაცია  გაიმართა. სახელმძღვანელო თანამედროვე და პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც  ორსულის, ახალშობილის და მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. 

პროექტი ინოვაციურია  და  მისი მიზანი  ხარისხიანი, ადამიანზე მორგებული და მდგრადი მომსახურების სისტემის შექმნას. 

აჭარა გახდა პირველი რეგიონი, სადაც საპილოტედ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სისტემური რეფორმის განხორციელება.

პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება და  2024-2027 წლებს მოიცავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში