რუსეთის იერიშს უკრაინის დედაქალაქზე მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 20. კიევის მერის განცხადებით, დრონებით შეტევის შედეგად ზიანი ქალაქის სულ მცირე 6 რაიონში დაფიქსირდა.
დილიდან მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით კიევზე შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.