დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

06 ივნისი 2025, 13:44 241 ნახვა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა - https://bit.ly/4mND3Pa

მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში