ცვლილება გენერალური პროკურორის არჩევის წესში

06 ივნისი 2025, 19:56 110 ნახვა

გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება - "პროკურატურის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.
გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. არსებული წესით, საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურას არასამთავრობოები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები არჩევდნენ, პარლამენტს კი საპროკურორო საბჭო წარუდგენდა.
ახალი წესით კი საბჭოს წევრები თავადვე დაასახელებენ პროკურორობის კანდიდატებს და ხმათა უმრავლესობით თავადვე გადაწყვეტენ, ვინ წარუდგინონ საკანონმდებლო ორგანოს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში