ვლადიმერ პუტინის თანაშემწის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ დაღუპული ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. რუსული მხარე ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ უკრაინელ სამხედროთა ცხედრები სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული და მზად არიან უკრაინული მხარისთვის გადასაცემად. მათი თქმით, ასევე მომზადებულია დაჭრილი, მძიმედ დაავადებული და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეთა სიები. ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსული მხარე სტამბოლის მიღწეული შეთანხმებების მიხედვით გაცვლის ადგილზე მივიდა, მაგრამ უკრაინელი მომლაპარაკებლები არ გამოცხადდნენ.