უკრაინის პასუხი რუსეთს

07 ივნისი 2025, 19:44 98 ნახვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ტყვეთა საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ.
უწყების განცხადებით, ომში დაღუპულთა ცხედრების გადაცემასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს და რუსეთს გაცვლისთვის საჭირო სიები გადასცეს, თუმცა რუსეთმა საპასუხოდ გასცა სიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღწეულ შეთანხმებებს.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმებების შემდეგაც  რუსეთი კვლავ ცდილობს „თამაშის წესების შეცვლას“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში