ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა

08 ივნისი 2025, 11:52 100 ნახვა

12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ლუკა ნაცვლიშვილმა იზოლატორი დატოვა. "ლელო-ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი 26 მაისს, ბათუმში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუკა ნაცვლიშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 12-დღიანი პატიმრობა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა შეუფარდა. პარტია "ლელო-ძლიერ საქართველოში" ახალგაზრდა აქტივისტების დაკავების ფაქტებს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში