რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დაჯგუფება „ცენტრი“ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდა და შეტევის განვითარებას დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე აგრძელებს. ამასთან, სააგენტო „როიტერი“ სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რუსულმა მხარემ უკრაინის დონეცკის რეგიონში მდებარე სოფელი ზორია დაიკავეს და რუსული დროშა აღმართეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ცენტრის“ მებრძოლებმა 13 უკრაინული ბრიგადის ფორმირება გაანადგურეს დონეცკის რეგიონის დიმიტროვის, კრასნოარმეისკის, ალექსეევკასა და რამდენიმე რაიონში.