პესკოვი უკრაინაში ბუფერული ზონის შექმნის მდელობას ადასტურებს

09 ივნისი 2025, 13:52 151 ნახვა

კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის სამხედრო შეტევა „ბუფერული ზონის“ შესაქმნელად ხორციელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია შეტევის შესახებ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მალევე უარყვეს ეს ინფორმაცია.

„მტერი დნეპროპეტროვსკის რეგიონში არ შესულა“, - განუცხადა „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

ვლადიმერ პუტინმა მაისის ბოლოს გამოაცხადა უკრაინის საზღვართან უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის გადაწყვეტილება, რათა რუსეთის რეგიონები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაეცვათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში