ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევისას სოფელ ახოს სკოლის რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი დაშავდა

09 ივნისი 2025, 19:29 1651 ნახვა

ხაშურში, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სამი მშობელი დაშავდა. 

ქედის რესურსცენტრის ინფორმაციით, ერთ დაშავებულ მოსწავლეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, ხოლო ერთი მასწავლებელი ხაშურის კლინიკაში რჩება. მოსწავლეს ხელის მოტეხილობა აქვს, მასწავლებელს კი ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.

დანარჩენ მგზავრებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, ძირითადად დაბეჟილობები აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიკროავტობუსში, რომელიც ექსკურსიაზე იყო წასული, სულ 17 ადამიანი იმყოფებოდა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში