სახალხო დამცველის ანგარიში

10 ივნისი 2025, 17:54 156 ნახვა

2024 წლის საპროტესტო აქციები უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო - განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
ლევან იოსელიანის თქმით, გამოვლინდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანად განხილვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტები.
ომბუდსმენი ამბობს, რომ სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა ასევე სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევებზე.
მისივე ინფორმაციით აქციებზე დაკავებული 422 პირიდან, რომელიც მათ მოინახულეს 267 -ი ანუ 60 პროცენტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ის გაეცნო ასევე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საქმეებს გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეფექტიანი გამოძიების რეკომენდაცია გასცა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში