ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

11 ივნისი 2025, 09:34 142 ნახვა

საქართველოს წყალბურთლთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარია 29:5 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბომბარდირი ვატო დადვანი გახდა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა, 4-4 გოლი ბესიკ ახვლედიანისა და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთი 16:9 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ქართველი წყალბურთელები დღეს ისრაელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში