ბათუმში ბარაკული ტიპის დასახლებაში მცხოვრები 19 ოჯახი დახმარებას ითხოვს

11 ივნისი 2025, 16:19 756 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის 77 ნომერში, ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, წლებია რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. როგორც ამბობენ, სიძველისგან დაზიანებულია ფართები და არ აქვთ ბუნებრივი აირი, რადგან დასახლება ბარაკული ტიპისაა. ასევე გვითხრეს, რომ ინვესტორის მოძიება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ტერიტორია იქვე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმის ბალანსზეა და გამიჯვნას ვერ ახერხებენ. 

ჩვენ დავუკავშირდით აჭარის კულტურის სამინისტროს ,სადაც განგვიცხადეს რომ ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია და მზადდება აზომვითი ნახაზი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში